რელიგიური ცენზურა მედიაში
იურისტობიდან ჟურნალისტიკაში

ავტორი: მერაბ დობორჯგინიძე
როგორც 21-ე საუკუნის 'ღირსეული' წარმომადგენელი, რა თქმა უნდა სოციალური ქსელების აქტიური მომხარებელი ვარ. ტრადიციული 'სქროლვის' დროს შემთხვევით განცხადებას ვაწყდები. 'მითების დეტექტორის ლაბორატორიის' საკვირაო სკოლაში მიღება დაიწყო, ვკითხულობ სათაურში,

მიუხედავად იმისა, რომ კურსი ჩემს პროფესიასთან კავშირში არ არის, თურმე სწორედ არაჟურნალისტებს ეძებენ და მეც აპლიკაციას ვაგზავნი. გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში ვიგებ რომ სკოლაში ჩავირიცხე და იურისტობიდან 'მედიაწიგნიერებაში' ვინაცვლებ.

მედიაპროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე ასე თუ ისე მსმენოდა, თუმცა მასთან ბრძოლის საშუალებებზე მწირი წამოდგენა მქონდა. ჩემი და 'მითლაბის ' ურთიერთობა სწორედ ამ უნარების შეძენით დაიწყო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დასაწყისს რა თქმა უნდა დასასრულიც ჰქონდა და ეს დასასრული ჩემი საბოლოო ნამუშევარია, რომელსაც მე 'იურისტობიდან ჟურნალისტიკაში' დავარქმევდი - თუ რატომ ამას ქვემოთ შეიტყობთ.


ქეთევან წამებულის საზოგადოება VS კოტე მახარაძე


საბოლოო ნამუშევრის თემად ქართული მედია და გამოხატვის თავისუფლება ავირჩიე. გამოხატვის თავისუფლების რელიგიური მოტივებით შეზღუდვა 90 -იანი წლების საქართველოში არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა. შეზღუდვის ერთ-ერთი გავრცელებული სახე, სასამართლოში პატივისა და ღირსების დაცვის მოტივით დავის წარმოება იყო. ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრება შეიძლებოდა გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი. ამის მაგალითია "ქეთევან წამებულის საზოგადოების" და ცნობილი ქართველი მსახიობის კოტე მახარაძის სასამართლო პროცესი.1999 წლის 16 თებერვალს „ ქალთა გაზეთში „ გამოქვეყნდა მსახიობ კოტე მახარაძის ინტერვიუ, სადაც ის ქეთევან წამებულს შემდეგნაირად მოიხსენიებდა.





დავა სასამართლოში გაგრძელდა. ქეთევან წამებულის საზოგადოება კოტე მახარაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. საბოლოოდ, დაპირისპირება სტატიის ავტორის მოულოდნელმა ჩვენებამ გადაწყვიტა. ჟურნალისტის განმარტებით სიტყვები კოტე მახარაძეს არ ეკუთვნოდა და სტატიაში ბეჭვდითი შეცდომა იყო გაპარული.
დავის ბედი სწორედ აღნიშნულმა ჩვენებამ გადაწყვიტა. მართალია, კოტე მახარაძეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრა, თუმცა შემთხვევა გამოხატვის თავისუფლების კუთხით დღემდე საინტერესო მაგალითად რჩება, თავისი სამოტივაციო ნაწილითა და ჟურნალისტის მოულოდნელი ჩვენებით.


ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე მხოლოდ უკანასკნელი შემთხვევით არ შექმნია. ამ მხრივ კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, 2009 წელს, არც მეტი, არც ნაკლები - საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხდა.
ისტორია გადაცემა საქართველოს "დიდ ათეულს" უკავშირდება. პროექტი BBC - ის "დიდი ათეულის" ანალოგი იყო და მიზნად იმ ათი ქართველი მოღვაწის გამოვლენას ისახავდა, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. გადაცემის მონაწილეებად შეირჩნენ როგორც საერო ისე წმინდანებად შერაცხული ადამაინები, მათ შორის მეფე დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ფერაძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი წარმატებით დასრულდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მეტიც, უკრაინაში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, კვიპროსსა და სერბეთში წმინდანად შერაცხულმა პირებმა გაიმარჯვეს. თუმცა, საქართველოს "დიდი ათეული" ამ მხრივ განსხვავებული აღმოჩნდა. რამდენიმე გადაცემის შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც საერო და სასულიერო პირების შეჯიბრებას უარყოფითად აფასებდა.


გადაცემის დახურვა, არ დახურვის შესახებ მსჯელობამ ტელევიზიის შიდა კედლებიდან საზოგადოებაში გადაინაცვალა, მეტიც თემას დამატებითი გადაცემა მიეძღვნა თავად "დიდი ათეულის" სტუდიაში. განხილვაში, ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან და აუდიტორიასთან ერთად, საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

საბჭოს გადაწყვეტილება

გადაცემის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება გაირკვა, როგორც აღმოჩნდა სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრიდან პროექტის გაგრძელებას მხოლოდ სამმა დაუჭირა მხარი. რას ემყარებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება? -გადაცემაში პასუხგაუცემელი დარჩა.

პროცესში მონაწილეობა

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი დღეს იხსენებს, საპატრიარქო ჯერ კიდევ გადაცემის დაწყებამდე იყო "დიდი ათეულის" სიის შედგენის პროცესში ჩართული, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ გარკვეულ კითხვებს აჩენდა.
ზემოთ განხილული ორი მაგალითი ერთადერთი შემთხვევა არ არის, რამაც გამოხატვის თავისუფლებას მედიაში საფრთხე შეუქმნა. არ ვიცი მომავალში ჩემი და ჟურნალისტიკის გზები კიდევ რამდენად გადაიკვეთება, თუმცა დასასრულს ელინორ რუზველტის სიტყვებს გავიხსენებდი : "თითოეულმა თაობამ, თითოეულ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს , რადგანაც ეს ის სფეროა სადაც პასიურობა რეგრესს ნიშნავს".
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website